05/02/2017 თბილისის მერმა, მოადგილეებმა და მერიის წარმომადგენლებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს
4 თებერვალს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილეებთან - ირაკლი ლექვინაძესთან, ნინა ხატისკაცთან, ნატო ქიტიაშვილთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს.
ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს სათავო ნაგებობა, საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც სასმელი წყლის კონტროლი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მათ ასევე, უნიკალური მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც დღეს, რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. კომპანიის მობილურ ლაბორატორიაში ადგილზე ჩატარებული კვლევების საშუალებით არასაწარმო და საწარმოო დაწესებულებებიდან წყალარინების კოლექტორში ჩამდინარე წყლის კონტროლი ხორციელდება.
სტუმრებმა, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგური - „საგურამოჰესი" მოინახულეს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან მერიის წარმომადგენლების ვიზიტს, არჩილ გაჩეჩილაძე - GGU ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცხადაძე - კომპანიის გენერალური დირექტორი, ეკატერინე ბერიძე - კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი, ირაკლი ბაბუხადია - კომერციული დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი - ოპერაციების მართვის დირექტორი, თამარ ნიკურაძე - ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელებმა, ქალაქის მერთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის სამომავლო გეგმებზე და საინვესტიციო პროექტების უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე ისაუბრეს.
კომპანია მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი