NEWS
...

10/03/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  ნაძალადევის რაიონში, დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. გამგეობისა და GWP-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში,  დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და წყალსადენის და წყალარინების ქსელის  5,4 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი სრულად განაახლა. შედეგად დიდი ჯიხაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სამუშაოს პარალელურად, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დიდი ჯიხაიშის ქუჩის ნაწილზე ასფალტის ახალი საფარის დაგება დაიწყო.

 

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ მოინახულეს.

 

 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

 

7 მარტს, კომპანიამ,  ურდულების და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში,   გლდანის მასივში, ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი დაამონტაჟა. შედეგად გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა და 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ორ ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა: კაკაბაძის ქუჩაზე - 590 მეტრი სიგრძის, ხოლო წუწუნავას ქუჩაზე - 570 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა და 11 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

 

ამავერაიონში,  გოკიელის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 560 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ნაძალადევის რაიონში, რატევანის I და II შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

საბურთალოს რაიონში,  ზაქარიაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა -  წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სამგორისრაიონში,  წმინდა ბარბარეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 160 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ამავერაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.  წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.

 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE