17/03/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიამ წყალსადენის 130 მმ-იანი 200 მეტრამდე სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო, რომელსაც ოქროყანას „გ“ ზონის სასმელი წყლის რეზერვუარზე დააერთებს. ასევე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, „გ“ ზონაში ახალი სატუმბო სადგური ეწყობა, რაც ოქროყანის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
საბურთალოს რაიონში, შერმადინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, მაგისტრალური წყალსადენის 400 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
ამავე რაიონში, ზაქარიაძის ქუჩაზეც, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 400 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.
ამავე რაიონში, ლილოს დასახლებაში, ნამორაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 130 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - წყალსადენის ქსელის 1კმ-ზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 28 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 357 000 ლარის ინევსტიციას ახორციელებს.
ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალარინების ქსელის 760 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 7 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 538 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ვაკის რაიონში, წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 160 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი