NEWS
...

07/04/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

#დაზოგეწყალი - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.  პროექტში მონაწილე 16 სკოლაში #gwpოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადის ფარგლებში, gwp-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“  წარმომადგენლები შემეცნებით ტრეინინგებს და ეკოვიქტორინებს ატარებენ.

 

პროექტში მონაწილე ბავშვები წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას ეცნობიან. მიღებული ცოდნის შესაფასებლად ეკოვიქტორინები ტარდება და თითოეული სკოლიდან ოლიმპიადაში მონაწილე  გუნდი ჩამოყალიბდება. ტრენინგების შემდეგ, gwp ოლიმპიადის ფარგლებში, შერჩეული გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვის თემაზე სხვადასხვა აქტივობაში შეეჯიბრებიან და წყლის მდგრადი მოხმარების საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

 

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ერთდროულად,  წყალსადენის ქსელის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ახორციელებს - დამონტაჟდება სამი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი. ასევე, მუხიანის აგარაკების რეზერვუარზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული შეიცვლება. შედეგად მუხიანის აგარაკების მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

ვაკის რაიონში, წყნეთში, ერთდროულად ორ ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გურამიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის და ამილახვრის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის მოძველებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა.

 

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებში,  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია -  წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და  7 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანიამ  538 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

ამავე რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - წყალსადენის ქსელის 2კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 17 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

 

ნაძალადევის რაიონში, ლამისყანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალარინების ქსელის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, სააკაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - წყალსადენის ქსელის 770 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ამავე რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის 880 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 8 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE