11/04/2017 დღეიდან თბილისის 4 რაიონს ალტენატიული წყალმომარაგება ექნება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების მოსახლეობის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, საგურამოს სათავე ნაგებობიდან, ალტერანტიული კვების წყარო მოაწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, წიწამურში, ქალაქ თბილისის მე-6 მკვებავი მაგისტრალური ქსელის 0.5კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა.
აღნიშნულ პროექტში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების ალტერნატიული წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტის, მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა და ახალ ქსელზე გადაერთების დროს მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდება.
ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები სამუშაოებს ერთდროულად, 24 ქუჩაზე აგრძელებენ, სადაც წყალსადენის და წყალარინების 45 კმ ქსელი ახლით იცვლება.
2017 წლის I კვარტლის მონაცემებით, კომპანიამ დედაქალაქის მასშტაბით 38 ქუჩაზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურა უკვე სრულად განაახლა - 16,4კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი ახლით შეიცვალა. ასევე, დამონტაჟებულია 200 ერთეული წყლის წნევის რეგულატორი და 292 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი