12/04/2017 დღეს, 12 აპრილს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასწავლო ცენტრი გახსნა
დღეს, 12 აპრილს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება ახალი თანამშრომლების მომზადება, არსებული თანამშრომლების გადამზადება და დარგის სპეციალისტებისთვის აუცილებელი პროფესიული კომპეტენციების განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა gwp-ის სასწავლო ცენტრი, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.
სასწავლო ცენტრი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად განათლების და მეცნიერების მინისტრმა - ალექსანდრე ჯეჯელავამ, თბილისის მერმა - დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს.
სტუმრებმა სასწავლო ცენტრის თანამედროვე სიმულაციური სივრცეები, სასწავლო სტენდები, ლაბორატორიები და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს.
სასწავლო ცენტრის პროგრამების მოდულები საუკეთესო საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკაზეა დაფუძნებული. ცენტრში სპეციალისტებს კომპანიის წარმომადგენელი დარგის ექსპერტები და მოწვეული წამყვანი სპეციალისტები მოამზადებენ.
ცენტრის სასწავლო ბაზაზე მონაწილეები თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
დღეისათვის, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრი დარგის განვითარებისთვის უალტერნატივო სასწავლო ბაზაა.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი