02/05/2017 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანი-ნაძალადევის რაიონში ორ მასშტაბურ პროექტს ასრულებს
ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სადაც დღემდე პრაქტიკულად არ არსებობდა წყალმომარაგების სისტემა, კომპანიამ 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი მოაწყო. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის 18 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ 0.6 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.
გამგეობისა და GWP-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ავშნისა და ნუშის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.
პარალელურად, გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 3 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა და 7 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა, რაშიც 0.54 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გლდანის რაიონის გამგეობა, ბერთუბნის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.
ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაიონში, ერთდროულად 26 წერტილში ახორციელებან.
მთაწმინდის, საბურთალოს, ჩუღურეთის, სამგორის და ისნის რაიონებში წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება.
კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე 170 კმ ქსელს განაახლებს, რაშიც 82 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი