04/05/2017 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისანი-სამგორის რაიონში კიდევ ორ პროექტს ასრულებს
სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 4.5 კმ სიგრძის მონაკვეთი მთლიანად ახლით შეიცვალა. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, რეგულატორებისა და ურდულების პროგრამის ფარგლებში, 76 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. ჭიჭინაძის ქუჩის სრულ ინფრაქტრუქტურულ განახლებაში კომპანიამ 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამგორის რაიონის გამგეობა გზის საფარს სრულად მოაწესრიგებს.
პარალელურად, ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, წყალსადენის ქსელის 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა და 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა, რაშიც 100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
კომპანიისა და გამგეობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზურაბიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.
2017 წელს, ისანი - სამგორის რაიონში, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გამგეობასთან ერთად 60 ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ისნის და სამგორის რაიონებში, 18 ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაიონში, ერთდროულად 26 წერტილში ახორციელებენ. კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე 170 კმ ქსელს განაახლებს, რაშიც 82 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი