NEWS
...

16/05/2017 #დაზოგეწყალი - გუნდების შუალედური ანგარიში

 

კამპანია #დაზოგეწყალი ყველაზე მნიშვნელოვან, ფინალურ ეტაპს უახლოვდება. გუშინ, 15 მაისს,  პროექტის მონაწილე გუნდებმა საინფორმაციო კამპანიის შუალედური ანგარიშები წარადგინეს.  გუნდის კაპიტნების პრეზენტაციებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ უმასპინძლა.

 

შუალედურ ანგარიშში, გუნდებმა  #gwpოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეაჯამეს.  მოსწავლეებმა 3 კვირის განმავლობაში  სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს:სკოლის პედაგოგები და თანატოლები პროექტში ჩართეს;  პოსტერები , ფლაერები და ბანერები დაამზადეს; ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და  წყლის დაზოგვის გზების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს; ხალხმრავალ ადგილებში ფლეშმობი  გამართეს; კამპანიის წარმოებისთვის, სოციალური ქსელი აქტიურად გამოიყენეს და ვიდეომიმართვები გაავრცელეს.

 

საინფრმაციო კამპანიის პარალელურად,   სკოლის გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვასა და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებაშიც ეჯიბრებიან.

 

შუალედური ანგარიშის წარდგენისას, მოსწავლეებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და „ეკოხედვის“ წარმომადგენლებისგან რჩევები მიიღეს, რაც მათ ფინალური, გადამწყვეტი პრეზენტაციის მომზადებაში დაეხმარებათ.

 

#gwpოლიმპიადის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება და „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.

 

#დაზოგეწყალი  - კამპანიის საპილოტე პროექტი, ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში ხორციელდება. 

 

პროექტი, წყლის რესურსის დაცვის ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია.  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  კამპანიას #დაზოგეწყალი  თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

 

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE