NEWS
...

30/05/2017 #დაზოგეწყალი კამპანიის ფარგლებში კაპიტნების პრეზენტაციები მიმდინარეობს

 

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრში კამპანიის #დაზოგეწყალი მონაწილე გუნდები შემაჯამებელ პრეზენტაციებს ატარებენ. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის გუნდის კაპიტანები 3 თვის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს აჯამებენ და ჟიურის წევრებს წარუდგენენ.

 

ჟიური „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, განათლების სამინისტროს, საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენელებით არის დაკომპლექტებული.

 

კამპანია „დაზოგე წყალი“ და მის ფარგლებში მიმდინარე #gwpოლიმპიადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, 22 მარტს დაიწყო. საპილოტე პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კამპანიის მიზანი, მოზარდი თაობის დახმარებით წყლის რესურსის მნიშვნელობისა და მისი გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, რადგან სასმელად ვარგისი მტკნარი წყალი დედამიწის წყლების მხოლოდ 1%-ს შეადგენს. შესაბამისად, მტკნარი წყლის რესურსს გაფრთხილება და დაზოგვა სჭირდება. #დაზოგეწყალი მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდას და წყლის რესურსის დაცვაში მათ მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

 

დღევანდელი შემაჯამებელი პრეზენტაციის გარდა,  3 ივნისს,  ღრმაღელეს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე, გუნდები ერთმანეთს სპეციალურად ორგანიზებულ წყლის თამაშებში შეეჯიბრებიან. 4 ივნისს კი #დაზოგეწყალი კამპანიის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილე გუნდებს სასიამოვნო სიურპრიზები ელით. 

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE