16/06/2017 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს.
კომპანია სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt ექსპერტებთან ერთად განახორციელებს. ჩატარდება 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და რეაბილიტაცია, სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს, პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყება, სამუშაოების ბოლო ეტაპი აგვისტოს დასაწყისშია დაგეგმილი.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი