26/06/2017
დღეს, 26 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტექნოპარკში კრეათონის გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის ტექნიკური ტიპის კრეათონი მეორედ ჩაატარა.
პროექტი 23 ივნისს დაიწყო და სტუდენტებში და კურსდამთავრებულებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კრეათონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კოლეჯი ,,სპექტრის“, ასევე სან დიეგოს, ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
გუნდებმა, gwp-ის მენტორებთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს 6 სხვადასხვა თემაზე იმუშავეს და პროექტები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
ჟიურიმ ოთხი საუკეთესო, ინოვაციური იდეის მქონე გამარჯვებული გუნდი გამოავლინა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. გამარჯვებულები კომპანიაში სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცემა.
I ადგილზე, საუკეთესო პროექტის ავტორი, აგრარული უნივერსიტეტის გუნდი - „გამბუზია“ გავიდა, რომელიც ასევე წინა წლის კრეათონის გამარჯვებული გუნდია.
II ადგილი - „სან“ - სან დიეგოს უნივერსიტეტი;
III ადგილი - „ფურიე“ - აგრარული უნივერსიტეტი;
IV ადგილი - „კრეატივი“ - საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტები;
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი - გიორგი ცხადაძე, კომერციული დირექტორი - ირაკლი ბაბუხადია, სისტემებისა და პროცესების მართვის ოფიცერი - თენგიზ ამურველაშვილი, ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი - გიორგი ზვიადაძე და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრო სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში -აკაკი ფაღავა.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სფეროს განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი