28/06/2017 პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს პეკინის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრულ განახლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სამუშაოები ინტენსიურად, გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი ცხადაძესთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს სხვა წევრებმა მოინახულეს.
კომპანიამ მასშტაბური განახლების პირველი ეტაპი დაასრულა - მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი ქსელი ჩალაგდა.
წყალსადენის 160 მმ-იანი ახალი ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე გადაერთდა და ექსპლუატაციაში შევიდა.
ამჟამად, წყალსადენის ახალ ქსელზე განშტოებების მოწყობა, ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად მომზადება და ტესტირება მიმდინარეობს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს, მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად ატარებს.
პეკინის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები. ჩატარდება 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და რეაბილიტაცია.
სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს.
განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი