NEWS
...

14/07/2017 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოების დიდ ნაწილი დაასრულა.

 

კომპანიამ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სრულად შეცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის  ქსელი.  ექსპლუატაციაში გასაშვებად, განახლებულ წყალსადენს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა  და 12 ივლისიდან ექსპლუატაციაში შევიდა.

 

წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, განახლებულ ქსელზე 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.


ამ ეტაპზე, პეკინის გამზირზე, წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება  დასაექსპლუატაციო ჭის მოწყობა მიმდინარეობს.

 

ივლისის მეორე ნახევრიდან, სამუშაოების ახალ ეტაპზე, 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები სრულად შეიცვლება.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს.  

 

რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:

 

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, I კორპუსის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალარინების ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

კრწანისის რაიონში: იეთიმ გურჯის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

 

ნაძალადევის რაიონში: კაჭრეთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალარინების ქსელის 590 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

კრწანისის რაიონში: გორგასლის მე-2 და მე-3 შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

საბურთალოს რაიონში: ასათიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - წყალსადენის ქსელის 350 მეტრი და წყალარინების ქსელის 210 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით იცვლება.

 

გლდანის რაიონში: ავჭალა 1-ის  სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 7,5 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ნაძალადევის რაიონში: გვაზაურის ქუჩის პირველ გასასვლელთან, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები - წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ნაძალადევის რაიონში: ზვარეთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია -  წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

მთაწმინდის რაიონში: დაბა კიკეთში, 26 მაისის ქუჩის I, II და III ჩიხებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 780 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება. 

 

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE