10/08/2017 Gwp-იმ ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად კიდევ ერთი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა - კომპანიამ წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის და წყალარინების ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით შეცვალა. ასევე, წყალმომარაგების ევროპული ინფრასტრუქტურული ელემენტები დაამონტაჟა.
„აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოძველებული მილები შევცვალეთ ახლით. დავამონტაჟეთ ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების ქსელის გამართულად ფუნქციონირების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვაგრძელებთ მასშტაბურ პროექტებს ამჟამად კომპანია პარალელურად თბილისის 40 ქუჩაზე აწარმოებს ქსელის სრულ რეაბილიტაციას“ - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა.
ასათიანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.
ასათიანის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები 11 აგვისტოს განხორციელდება. ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 11 აგვისტოს, დილის, 12:00 საათიდან, 12 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილს და მიმდებარე ქუჩებს; ბაგებს და წყნეთს;
სოფ. დიღმის ნაწილს; კიკეთს; კოჯორს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი