14/08/2017 gwp - 15.08.2017 ანონსი - ხელმოწერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან
ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას გააფორმებენ
ხვალ, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების წარმომადგენლები (DEG), ხელს გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერენ.
FMO ნიდერლანდების საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ინვესტირებას განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორში ახდენს. ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ფინანსური ინსტიტუტები.
ორგანიზაცია DEG ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის KfW–ის შვილობილია, რომელიც ასევე განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებს აფინანსებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნული ფინანსური რესურსით მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი