23/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
დღეს, 23 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს ახორციელებს - ქუჩის მარჯვენა მხარეს ახლად მოწყობილი 1,5 კილომეტრამდე ქსელი თბილისის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთდება და ექსპლუატაციაში შევა.
აღნიშნულ ქსელზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ევროსტანდარტის შესაბამისი 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული თანამედროვე ტექნოლოგიით მოეწყო და 7 ჰიდრანტი დამონტაჟდა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პეკინის ქუჩაზე, მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. სამუშაოები, მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად განხორციელდა.
1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სრულად შეიცვალა წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
პეკინის ქუჩაზე სრულად განახლდა და მოეწყო ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდა ასევე, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.
კომპანიის ბრიგადები სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში, განუწყვეტლად ახორციელებდნენ.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და დღეს, 23 აგვისტოს დაასრულებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი