NEWS
...

21/04/2017 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სრული მასშტაბით სერვისებს აფართოებს

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აფართოებს თავის სერვისებს, თბილისის სრული მასშტაბით, ამჟამად წყალარინების მიმართულებით. 



კომპანიას წყალარინების მაგისტრალური ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ რაიონებში გაყავს, სადაც აქამდე აბონენტები არ ჰყავდა.


სამგორის რაიონის იმ დასახლებებში, სადაც დღემდე არასოდეს ყოფილა წყალარინების სისტემა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების მაგისტრალურ ქსელს მოაწყობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თბილისის მერია გზის ახალ საფარს დააგებს.



დღეს, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან - გიორგი ცხადაძესთან და კომპანიის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. 


პროექტი 4 ეტაპიანია. ჯამში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 12 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალარინების სისტემას ააშენებს, რომელიც 35 000 აბონენტს მოემსახურება. კომპანია აღნიშნულ პროექტში 11 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. 


პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო - იუმაშევის, რუსთაველის, ორახელაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე 3 კმ წყალარინების ქსელის და 55 საკანალიზაციო ჭის მოწყობა 2017 წლის ივნისში დასრულდება. 

 

სამუშაოების მეორე ეტაპზე აეროპორტის დასახლებაში 3კმ სიგრძის წყალარინების ქსელის მოწყობაა დაგეგმილი. 


პროექტის მესამე ეტაპი აეროპორტიდან ლილოს დასახლების მიმართულებით გაგრძელდება და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი მოეწყობა. 



მეოთხე, საბოლოო ეტაპზე, ნასაგურში, წინუბანში, ლილოს დასახლებაში და ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე 4.2 კმ სიგრძის ქსელი აშენდება. 


პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

სამგორის რაიონში, წყალარინების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE