06/11/2017 ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა.
კომპანიას წყალმომარაგების ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ დასახლებებში გაყავს, სადაც აქამდე აბონენტები არ ჰყავდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 27 კილომეტრიან წყალმომარეგბის ახალ სისტემას აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში 1800 ოჯახი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე ივერთუბანში 11 კმ წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ასეთ პროექტეს ბეთანიასა და კვესეთში განახორციელებს. აღნიშნულ დასახლებებში 27 კილომეტრიანი ქსელი მოეწყობა და 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი