22/02/2018 gwp კაკლებში წყალმომარაგების სისტემას აწყობს
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტად თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა რჩება.
ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - კაკლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად კაკლების დასახლებაში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 4 კილომეტრიან წყალმომარეგბის ახალ ქსელს აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება და ასევე, 3 სატუმბო სადგური მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში კომპანია 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, კაკლების მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მსგავსი ტიპის პროექტებს თბილისის ზედა ზონებში და ივერთუბნშიც ახორციელებს. უახლოეს მომავალში კი კომპანია ბეთანიასა და კვესეთში დაიწყებს სამუშაოებს, სადაც 30 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა და 4.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
22.02.18
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი