23/03/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ივერთუბანში, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა.
კომპანიამ კიდევ ერთი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, სადაც კომპანიას ამ დრომდე აბონენტები არ ჰყავდა, 27 კილომეტრი სიგრძის წყალმომარეგბის ახალი სისტემა მოეწყო. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდა.
ახლად მოწყობილი ქსელი დღეს დილიდან, ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება და ექსპლუატაციაში შევა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში 1800 ოჯახი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია, 2018-2020 წლებში ინფრასტრქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარს დახარჯავს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი