02/04/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მორიგი ჰაკათონი „ეუჰაკთან“ერთად, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. კომპანია ინოვაციური პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და საინჟინრო დარგის პოპულარიზაციას მუდმივად მხარს უჭერს. სწორედ ამ მიზნით gwp-მ, ეუჰაკის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონს გენერელური სპონსორობა გაუწია.
„ეუჰაკი“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ინჟინერიის სფეროს მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება, ჩართულობა და განვითარების ხელშეწყობაა.
ჰაკათონის ფარგლებში, 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, 48 საათიანი ტექნოლოგიური მარათონი გაიმართა. პროექტში მონაწილეობა, წამყვანი უნივერსიტეტების ინჟინერიის და კომპიუტერული პროგრამირების ფაკულტეტების 150-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.
ფინალურ ეტაპზე, მხოლოდ 15 საუკეთესო გუნდი გადავიდა. მათ, ნამუშევრები ჟიურის, პრეზენტაციის სახით წარუდგინეს, საიდანაც ჟიურიმ ერთი საუკეთესო პროექტი დაასახელა. შეფასების შედეგად გამარჯვებული - თბილსისი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, პროექტით - „Let's Watch“ გახდა.
ჟიურის შემადგებნლობაში იყვენენ - თემურ ხუნდაძე - მონტაჟ ჯორჯიას წარმომადგენელი
ზვიად სულაბერიძე - მაქსის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ცოტნე თევზაძე - ეუჰაკის თანადამფუძნებელი და თენგიზ ამურველაშვილი - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სისტემებისა და პროცესების მართვის ოფიცერი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მსგავსი ტიპის პროექტებს ყოველწლიურად მართავს და ასევე ინჟინერიის და ტექნოლოგიის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა აქტივობაში მუდმივად არის ჩართული.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი