07/07/2018 დღეს #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა
დღეს თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კამპანიის მიზანია ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანება, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა. პროექტი მოზარდი თაობის აქტიური ჩართულობით მეორე წელია მიმდინარეობს და დღეს უკვე ბევრი მხარდამჭერი ყავს.
ღონისძიებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები, მერიის, გარემოს დაცვის და განათლების სამინისტროს პირველი პირები, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრები და კამპანიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
პროექტში მონაწილეობა თბილისის 80-მა სკოლამ მიიღო. #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიებაზე კამპანიის გამარჯვებული და ჟიურის რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.
ტრადიციულად, კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს მხარდასაჭერად საერთაშორისო პროფესიონალური ველომარათონი - წყლის გზა გაიმართა. ქართველმა და უცხოელმა ველოსპორტსმენებმა მარათონის დროს ის გზა გაიარეს, რასაც სასმელი წყალი გადის, დედაქალაქის წყალმომარაგების მთავარი რეზერვუარიდან ჩვენს ონკანებაბმდე. სტარტი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სტარტეგიული ობიექტიდან ჟინვალის წყალსაცავიდან აიღეს და 84 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვის შემდეგ, მარათონი თბილისის წყალსაცავის ირგვლივ შეჯიბრით დაასრულეს. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ჯივიპიმ ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. კომპანიისთვის პრიორიტეტულია პროექტში დედაქალაქის ყველა სკოლა ჩართოს და მომავალშიც აქტიურად იმუშაოს მოზარდ თაობასთან წყლის რესურსის მნიშვნელობის საკითხზე.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი