15/11/2018 კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა. მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.
ჯივიპის 2018 წლის მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარება და მოწყობა, რაშიც კომპანიამ 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა და ჯივიპის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას ახალ ქსელზე დაერთების საშუალება ექნება.
პროექტის ფარგლებში კაკლების დასახლებაში 4 კმ სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო და სტაბილური წყალმომარაგებისთვის ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. ამ ეტაპზე კი დასახლებაში სატუმბო სადგურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯივიპის 2018 წლის თბილისის ზედა ზონების პროექტის ფარგლებში კაკლებში, ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კვესეთსა და ბეთანიაში 35 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები ეწყობა. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის ჯამურად 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი