17/01/2019 ჯივიპი ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს. პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება 1 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.
ჭონქაძის ქუჩის N10-დან N14-ის ჩათვლით ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, 17 იანვარს იწყება და თებერვლის ბოლოს დასრულდება. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას ჭონქაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ტრანსპორტით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გერგეთის, ინგოროყვას და ჩიტაძის ქუჩებით.
ჭონქაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი