12/02/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭონქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭონქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 1 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.
ჭონქაძის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 13 თებერვალს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 13 თებერვალს, 20:00 საათიდან, 14 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:
ჭონქაძის, ინგოროყვას, ასათიანის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი