09/07/2019 ჯივიპიმ აფრიკის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში წურწუმიას, ოდიშელიძის, მაჩაბელის და მიმდებარე ქუჩებზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.
პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისა და განახლების მიზნით 5 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები მოეწყო. ამასთანავე წყალსადენის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი 22 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 340 000 ლარზე მეტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აფრიკის დასახლების აღნიშნულ ქუჩებზე ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.
ჯივიპიმ ივნისის თვეში სარეაბილიტაციო პროექტის ბოლო ეტაპი - წყალსადენის ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები დაასრულა და წყალმომარაგების ახალი სისტემა ექსპლუტაციაში გაუშვა.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი