22/07/2019 Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს
gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია ხვალიდან, 23 ივლისიდან, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალი მაგისტრალური ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ეტაპობრივ გადაერთებით სამუშაოებს იწყებს.
პირველ ეტაპზე გადაერთებითი სამუშაოები გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოებს ღამის საათებში განახორციელებენ.
ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით 23 და 25 ივლისს საღამოს 21:00 სთ-დან მომდევნო დღის დილის 09:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი