25/07/2019 26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, 2.3 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელები შეიცვალა.
პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ სისტემაზე საკვანძო ჭები, ჰიდრანტები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. აღნიშნულ ორ მონაკვეთზე წყალმომარაგების სიტემის განახლებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აგვისტოს პირველ კვირაში დაასრულებს.
კომპანია ხვალ, 26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რისგამოც, ხვალ, 26ივლისსდილის 10:00 საათიდან 27ივლისსდილის 10:00 საათამდეწყალმომარაგებაშეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოსრაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი