07/11/2019 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული დადგენილება საჯაროდ გამოცხადდება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებაა, რომელიც ეხება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებების საჯაროდ გამოცხადებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დადგენილებების ადრესატისთვის ჩაბარება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, დადგენილებები საჯაროდ განთავსდება კომპანიების ვებგვერდზე და სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-3 დღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული დადგენილება მხარეს ფოსტის მეშვეობით ეგზავნება დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ინფორმაციის საჯაროდ განთავსებამდე ადრესატს დადგენილება ფოსტის მეშვეობით ორჯერ ეგზავნება.
დადგენილებების საჯაროდ განთავსებასთან დაკავშირებული ცვლილება ძალაში შევიდა 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი