26/04/2020 ჯივიპი, 28 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ბოლო ეტაპს განახორციელებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 10 კილომეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.
ჯივიპიმ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია 28 აპრილს, დღის 12:00 საათიდან, ჭავჭავაძის გამზირზე საბოლოო, რთულ, გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში იმუშავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, ჭავჭავაძის გამზირზე, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 აპრილს, სამშაბათს, დღის 12:00 საათიდან 29 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, რამიშვილის, მოსაშვილის ქუჩების ნაწილს, თამარაშვლის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, აბულაძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

02/05/2025 Santiago Lafuente: "The important thing is not who provides the service, but how it is provided"

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე