01/05/2020 ჯივიპი 4 მაისს ბახტრიონის სატუმბოსადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის სატუმბო სადგური დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ობიექტია. სწორედ ამ სადგურის საშუალებით ხდება ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში სასმელი წყლის ნაკადების მართვა და მოსახლეობისთვის ქსელში განაწილება.
ჯივიპი 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების დროულად ჩატარება, სამომავლოდ, თავიდან აგვაცილებს სატუმბო სადგურის ავარიულად დაზიანების რისკებს.
ბახტრიონის სატუმბო სადგურზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამუშაოებს დაიწყებს 4 მაისის 15:00 სთზე და დაასრულებს 5 მაისის 15:00 სთზე. აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე - საბურთალოსრაიონში:
დოლიძის, ბახტრიონისქუჩებს, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას, პეკინისგამზირებს. ზემოვეძისს, გაგარინის, მგალობლიშვილის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ცინცაძის, მიცკევიჩისქუჩებს, საირმისგორას, თამარაშვილისგამზირსდამიმდებარექუჩებს.
ჭავჭავაძისგამზირს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, კავსაძის, კეკელიძის, მცხეთის, ატენისადამიმდებარექუჩებს.
მთაწმინდა-კრწანისისრაიონში:
მელიქიშვილის, ზანდუკელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვერიკოანჯაფარაიძის, გრიბოედოვის, ალ. ჭავჭავაძის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ლადოასათიანის, პუშკინის, კოტეაფხაზისდამიმდებარექუჩებს.
სამუშაობის მიმდინარეობის შესახებ ჯივიპი მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

02/05/2025 Santiago Lafuente: "The important thing is not who provides the service, but how it is provided"

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე