NEWS
...

11/05/2020 ჯივიპი ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების პირველ ეტაპს განახორციელებს

ჯივიპი, ქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაბას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ნოე ხომერიკის ქუჩაზე, სრულად განაახლა წყალმომარაგების სისტემა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა 1 კმ სიგრძის წყალარინებისა და  2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.

 

ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. კომპანიამ პროექტში 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

ჯივიპი დღეს,  11 მაისს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, სამუშაოების პირველ ეტაპს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

 

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 11 მაისს 22:00 საათიდან 12 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ისნის რაიონში:

 

მეტრომშენის დასახლებას,  ხომერიკის, მესხეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ყვარლის,  კალანდაძის, ამირეჯიბის,  შარვაშიძის,  ონიანის, მიქელაძისა და მიმდებარე  ქუჩებს.

 

 

Other Categories
...

02/05/2025 Santiago Lafuente: "The important thing is not who provides the service, but how it is provided"

  Madrid, early April. On the main floor of Aqualia's headquarters in Las Tablas, there is a serene optimism, that of a company moving forward with a ...

MORE

...

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამ...

MORE

...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE