03/12/2020 ჯივიპი გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელს სრულად აახლებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანია გლდანის რიაონში, კეცხოველის ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 800 მეტრი წყალმომარაგებისა და 900 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი.
წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.
გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩაზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად წყალმომარაგება 10 000 აბონენტს გაუუმჯობესდება.
ჯივიპი სარეაბილიტაციო პროექტში 650 ათას ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
სარეაილიტაციო სამუშაოები დეკმებრის ბოლოს დასრულდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი