NEWS
...

11/12/2020 ჯივიპიმ კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მესამე ჩიხში წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, აგრძელებს დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას. კომპანიამ  კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მესამე ჩიხში, წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

 

ჯივიპი,  11 დეკემბერს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, გადაერთებითი სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 11 დეკემბერს ღამის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

კრწანისის რაიონში:

ორთაჭალის ქუჩა N7-71-ს, ორთაჭალის I-V ჩიხებს და I-II შესახვევს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  - http://www.gwp.ge

 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

 

Other Categories
...

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

  Georgia Global Utilities (GGU), a holding company managing water supply and energy facilities in Georgia, has successfully issued $300 million in green bonds, which are admit...

MORE

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

MORE

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

MORE

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

MORE

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE