
14/01/2022 ჯივიპიმ გლდანის რაიონში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები დაიწყო
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, გლდანის რაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე სრულად შეიცვლება 1.3 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის ქსელი. წყლის ნაკადების ეფექტურად მათვის მიზნით ახალ ქსელზე დამონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 14 იანვარს დაიწყო და მაისის დასაწყისში დასრულდება. შედეგად, გიორგიწმინდას დასახლებაში აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებზე 500-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.

02/05/2025 Santiago Lafuente: "The important thing is not who provides the service, but how it is provided"

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

26/07/2024 Georgia Global Utilities announces issuance of $300 Million Green Bonds

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე