ქსელში ჩართვა

ახალი მომხმარებლის ქსელში ჩართვა მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს, რომელშიც შედის: ტექნიკური პირობის გაცემა, პროექტირება, საპროექტო ზედამხედველობა, მაგისტრალური ქსელის გაძლიერება, ახალი ქსელის მშენებლობა, ახლადაშენებული ქსელის გარეცხვა-გამოცდა, მისი ექსპლუატაციაში მიღება, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების და/ან წყალარინების ოპერაციების განხორციელება.

 

ქსელში ჩართვის საფასური

ქსელში ჩართვის საფასური მოიცავს ახალი მომხმარებლის ქსელში ჩართვის სრულ ტექნოლოგიურ ციკლს, რომელიც იწყება ტექნიკური პირობის გაცემით და მთავრდება წყლის მიწოდების და/ან წყალარინების ოპერაციით.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქსელში ჩართვის საფასური ინდივიდუალურად გამოითვლება და დამოკიდებულია მოთხოვნილი წყლის მოცულობასა და შესასრულებელი სამუშაოს სირთულეზე.