დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

03/09/2024 ჯივიპი, 4 სექტემბერს, ისნის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს



 

4 სექტემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის  რაიონში, თ. დავითაის ქ.N11-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.




კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 სექტემბერს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:




ისნის რაიონში:

თეოფილე დავითაიას, პატარიძის ,მშველიძის, ლეჟავას , ვაზის,ქევხიშვილის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, აჩაბეთის , ხელოვანთა ქუჩებს, ვაზისუბნის I,II,III,IV მკ/რ-ებს. 


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.



წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge