14/11/2024 ჯივიპი, 15 ნოემბერს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
15 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქ. N1-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 15 ნოემბერს 10:00 საათიდან 15 ნოემბრის დილის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ლილოს დასახლებას მთლიანად. ჭირნახულის, ნოდარ სიგუას, დავით კობახიძის, ევგენი აფხაზავას, თენგიზ სტურუას, მეფრინველეობის, ზურაბ ნამორაძის, ლეონტი მროველის და ელენე გოკიელის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge