26/11/2024 ჯივიპი, 27 ნოემბერს , მთაწმინდის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
27 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქ. N19-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 27 ნოემბერს 12:00 საათიდან 28 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
ზანდუკელის N1-17(კენტებს); N2-26 (ლუწებს); ივანე კერესელიძის N1-7 (კენტებს); N2-8 (ლუწებს); თორაძის (ზანდუკელის ჩიხი); კოსტავას N14 და ჭოველიძის N4 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge