27/11/2024 ჯივიპი, 28 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
28 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში , ჟ.შარტვავას ქ. N35-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 ნოემბერს 12:00 საათიდან 28 ნოემბრის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიოში:
გაგარინის ქ. N1-27 (კენტებს), ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას ქუჩებს და შარტავას ქ.N 35-75 (კენტებს) ნომრებს, პეკინის გამზ.43, კანდელაკის ქ.N1, ისაკაძის ქ. N 1,2,3,4,6, სოკრატ არშბას და აკაკი გახოკიძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge