27/11/2024 ჯივიპი, 28 ნოემბერს, დიდუბის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
28 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში , ჩაჩავას ქ.N4-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 ნოემბერს 22:00 საათიდან 29 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
კონსტანტინე ჩაჩავას, შალვა გოგიძის, ნინო ჯავახიშვილის N2-4; ბელიაშვილის N74-106 (ლუწებს). N99-149 (კენტებს) ქუჩებს და ბელიაშვილის 4 ჩიხს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge