დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

19/12/2024 ჯივიპი, 20 დეკემბერს, ვაკის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს




ხვალ, 20 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ა.ვარაზის I ჩიხის მიმდებარედ უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.




კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  20 დეკემბერს 10:00 საათიდან 20 დეკემბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:




ვაკის რაიონში:

ვაკის რაიონი, შალვა ნუცუბიძის პლ., 4 მ/რ და მე-5 მ/რ, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ფერმწერთა, კაპანელის, ავთო ვარაზის, სოფ თხინვალას მთლიანად, სოფ. აგარაკებს მთლიანად კეჭაყმაძის, შუამინდვრის, წმინდა წყლის ქუჩებს, ქანთარიას, ჟღენტის N5, ლისის ტბა (ქუჩებით), ზემო ლისი, ქვემო ლისი, ლეო კვაჭაძის,.სერგი დანელიას, თეიმურაზ კაკულიას, ამბერკი ტაბიძის და ნუგზარ აფხაიძის ქუჩებს. 


 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge