დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

27/12/2024 ჯივიპი, 28 დეკემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

 

28 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. 



კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  28 დეკემბერს  23:00 საათიდან  29 დეკემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:



სამგორისს რაიონში:

ვარკეთილის III მასივს(თავისი კვარტლებით), კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, 10 და N 46-76(ლუწებს),17 შინდისელი გმირის,ნოე რამიშვილს ქუჩები. აეროდრომის 8 და 10 ქუჩებს 



ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

27/12/2024 ჯივიპი, 28 დეკემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს