13/01/2025 ჯივიპი, 14 იანვარს, კრწანისის რაიონში , აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
14 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ფ.სოფიევას II შეს. N9-თან ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14 იანვარს 10:00 საათიდან 14 იანვრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
ზემო ფონიჭალას სრულად; ფირუზ მოსიძის; იური დავითაიას; მერაბ ნიქაბაძის; გია ბერუაშვილის; მარნეულის გზატკეცილი; კაპანაძეების; ანდრო ჟორდანიას; ბესარიონ ლომინაძის; ევგენი გეგეჭკორის; ლევან ღოღობერიძის და სპირიდონ ვირსელაძის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge