21/01/2025 ჯივიპი, 22 იანვარს, სამგორის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილი N51-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 იანვარის დილის 10:00 საათიდან 22 იანვრის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
კახეთის გზატკეცილი N161-N 259 (კენტებს) N 136-N208 (ლუწებს). საქნავთის დასახლებას; იოსებ ალავერდელის; არსენ მეკოკიშვილის; დავით კობახიძის; იგორ ტყემალაძის (კამოს); გიორგი ჩიკვაიძის; ნატალია სამქანაშვილის და გიორგი თარხნიშვილის ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge