21/01/2025 ჯივიპი, 22 იანვარს ვაკის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ა.პოლიტკოვსკაიას ქ. N18ა-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 იანვარს 11:00 საათიდან 22 იანვრის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ანა პოლიტკოვსკაის (ჯიქიას) N1-33 (კენტებს) N 2-30 (ლუწებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge