21/01/2025 ჯივიპი, 22 იანვარს, ჩუღურეთის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, დ.უზნაძის ქ. N14-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 იანვარს 12:00 საათიდან 22 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ჩუღურეთის რაიონში:
უზნაძის N10-18 (ლუწებს), N55-67 (კენტებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge