06/02/2025 ჯივიპი, 7 თებერვალს, ჩუღურეთის რაიონში , აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 7 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N106-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები შეიცვლება, პარალელურად წინამძღვრიშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების კვეთაზე ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 თებერვალს, ღამის 23:00 საათიდან 8 თებერვლის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წინამძღვრიშვილის ქუჩას, აღმაშენებლის გამზ სრულად , ჭოროხის, სუნდუკიანის, ტყვიავის, მაზნიაშვილის, კიევი, რომის, ზ.ქურდიანის, გოგიბერიძეს, ტოლსტოის, ჯავახიშვილის , უზნაძის , დ.აბაშიძეს, სანქ-პეტერბურგს, ს.წერეთელს, ხეთაგუროვს, სულიაშვილი, თოიძე, ნ.ჩხეიძეს, გამცემლიძე, კუმისი, ანთელავას, სანთლის, ახვლედიანის ხევი, წმ.ნიკოლოზის, ორბელიანის, სულხანიშვილს, მტკვრის, ტელეგრაფის, ბარათაშშვილსი N2-N14(ლუწები), ათონელის და გოგჩისქუჩებს. ,კარგარეთელის, კახიძეს, პასტერის, კლდიაშვილის, ლებანიძეს, ჩიქობავას N8ს, მარჯანიშვილის 3-ის კორპუსია, N16, N28, სანაპიროს, ბაქოს, პუშკინის, კოტე აფხაზის, დიუმას, თამარ მეფის N6ს, ტოლსტონოგოვის, გოგუთურ აგლაძეის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტეტელაშვილის,გორკის, ბარათაშვილია, ფურცელაძეის, სანაპიროს ქ. წმინდა ნიკოლოზის, დიდხევის, ქურდიანის, ვეკუას, ფხოვის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობითhttp://www.gwp.ge