13/02/2025 ჯივიპი, 14 თებერვალს, გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
14 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, მუხიანის დას. 4ბ მ/რ, N25-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 14 თებერვალს 10:00 საათიდან 14 თებერვლის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
მუხიანის დას. 4ბ მ/რ-ის N 25, 26, 27, 28.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge